მამარადაშვილის უიღბლო მატჩი -„სევილიამ“ „ვალენსია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მამარადაშვილის უიღბლო მატჩი -„სევილიამ“ „ვალენსია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

„სევილიასთან“ შეხვედრაში „ვალენსიას“ კარში ისევ გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა.

აშკარაა, გამოუცდელი ქართველი მეკარე დიდი წნეხის გამო ნერვიულობს და ეს ამ მატჩშიც გამოჩნდა. „მესტალიელებისთვის“ შეხვედრა უიღბლოდ დაიწყო. მასპინძლებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს. გიორგი მამარდაშვილის კარი პაპუ გომესმა აიღო. მე-15 წუთზე კი ბურთი ტონი ლატოს მოხვდა, სამწუხაროდ, გიორგიმ პოზიცია ვერ შეარჩია და ბურთი თავზე გადაახტა 2:0.

22-ე წუთზე რაფა მირმა ომარ ალდერეტეს გაასწრო და მამარდაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო – 3:0.

31-ე წუთზე ჰუგო დურომ სხვაობა შეამცირა 3:1. გიორგი შოკიდან გამოსვლის შემდეგ 42-ე წუთზე კიდევ ერთხელ ჩაერთო თამაშში და დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი მის კართან მე-60 წუთზე შეიქმნა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ პოზიცია ზუსტად შეარჩია და ბურთი დაამიწა. საბოლოოდ, შეხვედრა „სევილიამ“ 3:1 მოიგო.

6 ტურის შემდეგ „სევილიამ“ 11 ქულა დააგროვა. ამით გუნდმა „ვალენსიას“ (10) გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა, გიორგი მამარდაშვილის გუნდი კი მე-4 პოზიციაზეა.