ხორვატია „ოთხთა ფინალში“ გავიდა, საფრანგეთმა საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა – ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, I ჯგუფი [ვიდეო]
ფაქტები
* 37 წლისა და 16 დღის ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების ისტორიაში გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა. მან გააუმჯობესა ნიკო კოვაჩის (36 წლისა და 327 დღის) რეკორდი.
* მოდრიჩს ნაკრებში 23 გოლი დაუგროვდა. მან გაუსწრო დარიო სრნას და მე-5 ადგილზეა ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში. მასზე წინ არიან: ედუარდო და სილვა – 29, ივან პერიშიჩი – 32, მარიო მანჯუკიჩი – 33, დავორ შუკერი – 45.
* 2022 წელს საფრანგეთმა მესამე მატჩი წააგო, რითაც საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა, რაც ოთხჯერ დაფიქსირებულა – 1966, 1981, 2008 და 2010 წლებში.
I ჯგუფი
ავსტრია-ხორვატია 1:3
გოლები: 0:1 მოდრიჩი (6), 1:1 ბაუმგარტნერი (9), 1:2 ლივაია (69), 1:3 ლოვრენი (72)
ხორვატია: ლივაკოვიჩი, სტანისიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, ბარიშიჩი (63. სოსა), მოდრიჩი, კოვაჩიჩი (86. პაშალიჩი), ბროზოვიჩი (18. მაიერი), პერიშიჩი, ვლაშიჩი (84. კრამარიჩი), ბუდიმირი (62. ლივაია).
დანია-საფრანგეთი 2:0
გოლები: 1:0 დოლბერგი (34), 2:0 სკოვ ოლსენი (39)
დანია: შმეიხელი, რ. კრისტენსენი (90. ბა), ა. კრისტენსენი, ანდერსენი, მელე, დილეინი (72. კიაერი), ერიქსენი, ჰოიბერგი, დამსგორი (60. ლინდსტრიომი), დოლბერგი (60. ჰოილუნდი), სკოვ ოლსენი (72. ბრეიტუეიტი).
საფრანგეთი: არეოლა, პავარი, უპამეკანო, ბადიაშილი, სალიბა (46. კლოსი), ფ. მენდი (65. ტრუფერი), ჩუამენი, კამავინგა (46. ფოფანა), ჟირუ (65. ნკუნკუ), გრიზმანი (81. კოლო მუანი), მბაპე.
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ხორვატია | 6 | 4 | 1 | 1 | 8-6 | 13 |
| 2. დანია | 6 | 4 | 0 | 2 | 9-5 | 12 |
| 3. საფრანგეთი | 6 | 1 | 2 | 3 | 5-7 | 5 |
| 3. ავსტრია | 6 | 1 | 1 | 4 | 6-10 | 4 |