ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, ჩვენების შეცვლის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, ჩვენების შეცვლის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ჩვენების შეცვლის ბრალდებით დაკავებული დ.ღ-ს სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

პროცესზე 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის გამომძიებლები და ექსპერტები.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ დ.ღ. უკანონო პატიმარია და მის მიმართ არაერთი უფლებაა დარღვეული.

არასრულწლოვანს ბრალად ედება ჩვენების შეცვლა. გამოძიების ინფორმაციით, ის შეხვდა ზაზა სარალიძეს, ჰქონდა მასთან საუბარი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა, მოგვიანებით სასამართლოში ეს ინფორმაცია უარყო.

არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს.