ხოჭოლავამ და „შახტარმა“ „ინტერს“ გაუძლეს - დვალმა ევროსეზონი დაასრულა
ხოჭოლავამ და „შახტარმა“ „ინტერს“ გაუძლეს - დვალმა ევროსეზონი დაასრულა

ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ორმა მცველმა ითამაშა. ერთის გუნდმა მიზანს მიაღწია, მეორესთვის კი ევროსეზონი დასრულდა.

მილანის „ინტერმა“ საშინაო მატჩში დონეცკის „შახტარს“ უმასპინლა – ევროპის ლიგის ბოლო სეზონის ფინალისტს ევროსეზონის გასახანგრძლივებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო და მატჩი 0:0 დასრულდა.

დათა ხოჭოლავა დონეცეკლებს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა – 27 წლის მცველი მოედანზე 36-ე წუთზე ტრავმირებული ვიტაოს ნაცვლად შევიდა და დიდი როლი ითამაშა, ბოლო წლების ევროტურნირების ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ გოლი რომ ვერ გაიტანა. საერთაშორისო ანალიტიკურმა გვერდმა „სოპასქორმა“ მას 10-ბალიან სისტემაში საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,2 ქულა დაუწერა.

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მსგავსად, უკრაინელებმა ჯგუფური ტურნირი 8 ქულით დაასრულეს, მაგრამ მეორეზე გერმანელები გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ, „შახტარი“ და ხოჭოლავა კი ევროპის ლიგის პლეი ოფში გადაინაცვლებენ.

ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ კიევში „დინამოს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა. ანალიტიკურმა გვერდმა „სოპასქორმა“ მისი თამაში 6,8 ქულით შეაფასა. უნგრეთის ჩემპიონმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და შესაბამისად, „ფერენცვაროშისა“ და 25 წლის ქართველი მცველისთის ამ მატჩით ევროსეზონი დასრულდა.

დატოვე კომენტარი