ხოჭოლავა „შახტარიდან“ „კოპენჰაგენში“ #1TVSPORT
ხოჭოლავა „შახტარიდან“ „კოპენჰაგენში“ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დანიურ „კოპენჰაგენში“ განაგრძობს. ამის შესახებ გამოცემა „ტკ ფუტბოლის“ ჟურნალისტი იგორ ბურბასი იუწყება.

იწერება ტრანსფერის თანხაზეც – დანიელებს ხოჭოლავას გადაყვანა 2 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ამდენივეს „შახტარი“ (რომელშიც დავითი 2017 წლიდან თამაშობს) ბონუსის სახით მიიღებენ.

დონეცკელთა რიგებში ხოჭოლავას 83 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.

„კოპენჰაგენში“ მისი მწვრთნელი იეს ტორუპი იქნება, რომელიც ბელგიურ „გენტში“ ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას ხელმძღვანელობდა.