ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანს დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები, რომელიც ბაქოში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, მასპინძელ აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქართველი ხელბურთელები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც სლოვენიას, ლიეტუვას, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და აზერბაიჯანს შეხვდებიან.

თამაშების განრიგი:

7 აგვისტო 13:30 | ლიეტუვა – საქართველო

9 აგვისტო 11:15 | საქართველო – სლოვენია

10 აგვისტო 13:30 | საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა