ხელბურთი - საქართველო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებს
ხელბურთი - საქართველო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებს

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ორი დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება მიიღო. 2022 წელს ჩვენს ქვეყანაში გაიმართება 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს – 17 წლამდელ გოგონათა ევროპის პირველობა.

2021 წლიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა 32 გუნდამდე გაზარდა. ეს ნიშნავს 116 მატჩს 13 სათამაშო დღის განმავლობაში 4 სხვადახვა არენაზე.

საქართველოს ფედერაცია ამ ტურნირის ჩატარებას გეგმავს თბილისსა და ბათუმში, სადაც მალე მწყობრში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ორი არენა. მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის აგვისტოშია დაგეგმილი და საერთაშორისო ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მასპინძელი ქვეყნის შესახებ უკვე მიიღო. 32 მონაწილე ქვეყანა კონტინენტური ჩემპიონატების შემდეგ გაირკვევა.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, საკითხი აქაც გადაწყვეტილია და შეჯიბრების დროა 2021 წლის აგვისტო. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში უკვე სამჯერ გაიმართა: 2016 და 2018 წლებში 18-წლამდელ ჭაბუკთა, ხოლო 2019 წელს – 17-წლამდელ გოგონათა შორის. მსგავსი ფორმატის ტურნირებში, როგორც წესი, მონაწილეობს 8-დან 12 გუნდამდე. ზუსტი რაოდენობა და მონაწილე ქვეყნები წლეულს, შემოდგომაზე გაირკვევა.