ხავი მარტინესი „ბაიერნიდან“ „სოსიედადში“ გადადის
ხავი მარტინესი „ბაიერნიდან“ „სოსიედადში“ გადადის

„ბაიერნის“ ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი კარიერას „რეალ სოსიედადში“ გააგრძელებს. გამოცემა „ლა რასონის“ ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები ბასკურ კლუბთან.

როგორც ვარაუდობენ, მიუნხენელები თავის მოთამაშეს 10 მილიონ ევროდ გაუშვებენ. მასთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

ხავი მარტინესს ასევე ჰქონდა შეთავაზება „ფიორენტინასგან“, მაგრამ უარი თქვა იტალიაში გადაბარგებაზე.

ბუნდესლიგის შარშანდელ გათამაშებაში ხავი მარტინესმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.