ხატია დეკანოიძე - დიახ, ვბრაზდები იმაზე, რომ საკუთრების უფლება არ იყო დაცული ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ახლა უარესი ხდება
ხატია დეკანოიძე - დიახ, ვბრაზდები იმაზე, რომ საკუთრების უფლება არ იყო დაცული ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ახლა უარესი ხდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არის „რეჟიმი“, რომლის გამოც საკუთრების და ზოგადად, უფლებებს ვერ დაიცავ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი მხარე არ არის განსაკუთრებით საკუთრების უფლების საკითხი, საკუთრების უფლება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არ იყო დაცული, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა: „მე ხომ არ ვამბობ, რომ დაცული იყო. ვამბობ სადმე?!“.

„რა შუაშია წინა ხელისუფლება, წინ ხელისუფლება და ცხრა წელი არის ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტი, რაზეც დგას. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც ამ ქვეყანაში იყო – არ ვბრაზდები საერთოდ“, – მიმართა მან ჟურნალისტს.

ხატია დეკანოიძის თქმით, საკუთრების უფლება არ იყო დაცული წინა ხელისუფლების პირობებში და ახლა უარესი ხდება.

„მართლმსაჯულება არის ჩემთვის ყველაზე დიდი და საოცნებო მიზანი, რაზეც მიმუშავია და მინდა, კიდევ ვიმუშაო. დიახ, ვბრაზდები იმაზე, რომ საკუთრების უფლება არ იყო დაცული, მათ შორის, არც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ახლა უარესი ხდება, რადგან რასაც უკეთებენ ადამიანებს; პოლიტპატიმრები; მთელი ეს მართლმსაჯულების რეპრესიული მექანიზმი, რაც იყო, უცებ გადმოაკოპირეს, კიდევ დაამატეს, რაღაც პლატფორმა ააშენეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.