ხარაიშვილი სიმბოლურში ისევ დაასახელეს
ხარაიშვილი სიმბოლურში ისევ დაასახელეს

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ქართველი ფეხბურთელი 25-ე ტურის შემდეგ გამოარჩიეს.

შვედეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ქართველმა ნახევარმცველმა საკუთარი გუნდი – „გიოტებორგი“ შინ აუტსაიდერ „ტრელებორგთან“ წაგებას, მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა – 2:2.

22 შეხვედრაში გატანილი შვიდი გოლით, ხარაიშვილი გუნდის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზეა და ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელს – ელიას ომარსონს, ერთი გოლით ჩამორჩება.

პირველი წელია, რაც გიორგი ხარაიშვილი შვედეთში თამაშობს და შვედეთის ჩემპიონატში თავი რამდენჯერმე გამოიჩინა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, 22 წლსი ქართველს ამსტერდამის „აიაქსი“ აკვირდება. ხარაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მიმდიანრე სეზონში მესამედ მოხვდა.