ხარაიშვილის მორიგი გოლი [ვიდეო]

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში მორიგი გოლი გაიტანა და „გიოტებორგს“ ქულის მოპოვებაში კიდევ ერთხელ დაეხმარა.

ალსვენსკანის (ჩემპიონატის) 25-ე ტურში 22 წლის ქართველი ნახევარმცველის „გიოტებორგი“ შინ აუტსაიდერ „ტრელებორგსს“ ხვდებოდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მეათე წუთზე, ხარაიშვილმა ჯარიმა შეასრულა – მეკარის თავგამოდებული ნახტომის მიუხედავად, ქართველმა მეტოქის კარი აიღო და „გიოტებორგმა“ 2:2 ითამაშა.

„გიოტებორგი“ 25 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-12 ადგილზეა, ხარაიშვილმა კი 22 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირს, ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელს, ელიას ომარსონს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.