კევონ ლუნი „გოლდენ სტეიტში“ რჩება
კევონ ლუნი „გოლდენ სტეიტში“ რჩება

„გოლდენ სტეიტში“ მიმდინარე სატრანსფერო სეზონი დიდი სიახლეებით დაიწყო. გუნდი დატოვა კევინ დურანტმა. მის ნაცვლად კი „ვორიორზი“ ჯერჯერობით მხოლოდ დეანჯელო რასელით გაძლიერდა, თუმცა ამერიკულ მედიაში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ რასელს „გოლდენ სტეიტი“ გაცვლის.

სანამ სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი ახალი ვარსკვლავის ძიებაშია, კლუბის ხელმძღვანელობამ კევონ ლუნის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, 23 წლის ცენტრი სამ წელიწადში $15 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ სტეიტმა“ უკვე შესთავაზა მაქსიმალური კონტრაქტი კლეი ტომპსონს ($190 მილიონი).