კევინ დე ბრუინს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
კევინ დე ბრუინს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – განაცხადა ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ.

დე ბრუინი „სიტიში“ ბელგიის ნაკრებიდან დაბრუნდა, COVID-19-ზე დადებითი ტესტი კი ოთხშაბათს ჩააბარა. ახლა, ბელგიელი 10-დღიან კარანტინში იმყოფება.

ასე რომ, დე ბრუინი გამოტოვებს პრემიერლიგის მინიმუმ ორ ტურს და ჩემპიონთა ლიგის მატჩს „პარი სენ-ჟერმენთან“, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება.

2021-22 წლების სეზონში დე ბრუინმა „სიტის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.