კევინ დე ბრუინი უახლოეს დღეებში შეუერთდება „ნაპოლის“.
ბელგიელი ნახევარმცველი მზად არის, გააფორმოს კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან „2+1“ სქემით, – წერს გაზეთი Il Mattino. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება.
33 წლის დე ბრუინი იტალიის ჩემპიონისთვის სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს ან ოთხშაბათს გაივლის.
შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტი“ გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.