კენეტ ანჯელი - „ოპიკი“ მზად არის ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად, ჯერ კიდევ ვაფასებთ პროექტში ჩვენს ჩართულობას
კენეტ ანჯელი - „ოპიკი“ მზად არის ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად, ჯერ კიდევ ვაფასებთ პროექტში ჩვენს ჩართულობას

ფოთში დაწყებული პროექტი სიახლე იქნება ფოთის პორტისთვის და მისი ზრდისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა, კენეტ ანჯელმა ფოთში განაცხადა, სადაც „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„როდესაც „ოპიკი“ პროექტში ინვესტირებას ახორციელებს, ის ორ რამეს მოელის. პირველი, მათ სურთ იხილონ ფინანსური მოწყვლადობა და მეორე პროექტის განვითარების გავლენა ქვეყანაზე. რატომ ვახორციელებთ ამ პროექტს? პირველი ეს არის ახალი ინფრასტრუქტურა. თქვენ აქ გქონდათ ასი წლის წინათ აგებული პორტი. ეს სიახლე იქნება ფოთის პორტისთვის და მისი ზრდისთვის. მეორე, ეს გაზრდის ვაჭრობას ქვეყანაში, მესამე, ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს დაბოლოს, ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა კენეტ ანჯელმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ანაკლიის პროექტის შესახებაც და აღნიშნა, რომ „ოპიკი“ მზად არის ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად და ჯერ კიდევ აფასებს პროექტში ჩართულობას.

„ოპიკი“ მზად არის ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ გვაინტერესებს ორი ასპექტი – ფინანსური მოწყვლადობა და სარგებელი განვითარებიდან. ჩვენ ახლა ვართ მონაცემების შეგროვებისა და მათი შესწავლის ეტაპზე. ტექნიკური, ფინანსური, მარკეტინგული, გარემოს კუთხით. „ოპიკში“ ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ პროექტში ჩვენს ჩართულობას. ჩვენ ღია ვართ სხვადასხვა პროექტებისთვის. რა თქმა უნდა, ანაკლიის ინფრასტრუქტურული პროექტი ერთ-ერთია. ასევე განვიხილავთ რამდენიმე საინტერესო პროექტს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ფინანსურ სფეროში. თუმცა, ამაზე მეტს ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა“, – განაცხადა კენეტ ანჯელმა.