კელი დეგნანი - ლაპარაკის მაგივრად, რუსეთმა, უბრალოდ, მოხსნას ფრენებზე აკრძალვა, მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ ის სერიოზულად უყურებს ყველაფერ სხვას, რასაც ამბობს
კელი დეგნანი - ლაპარაკის მაგივრად, რუსეთმა, უბრალოდ, მოხსნას ფრენებზე აკრძალვა, მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ ის სერიოზულად უყურებს ყველაფერ სხვას, რასაც ამბობს

ლაპარაკის მაგივრად, რუსეთმა, უბრალოდ, მოხსნას ფრენებზე აკრძალვა, მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ ის სერიოზულად უყურებს ყველაფერ სხვას, რასაც ამბობს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც ინტერვიუში თქვა: „მინდა, მქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია“.

„ურთიერთობების ნორმალიზების საუკეთესო გზა იქნებოდა, რომ რუსეთს მოეხსნა ფრენებზე აკრძალვა, იმის მაგივრად, რომ დააყოვნოს ფრენებზე აკრძალვის მოხსნა ან ილაპარაკოს ფრენებზე აკრძალვის მოხსნაზე; არამედ, უბრალოდ, მოხსნას აკრძალვა. მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ რუსეთი სერიოზულად უყურებს ყველაფერ სხვას, რასაც ამბობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.