კეინმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა #1TVSPORT
კეინმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ფორვარდმა, ჰარი კეინმა უარი თქვა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

როგორც გაზეთი The Times-ი წერს, ინგლისელ ფეხბურთელს „ბაიერნში“ სურს კარიერის გაგრძელება.

კეინის მოქმედი კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. შარშან ფორვარდმა ყველა ტურნირზე 48 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.