კეინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT
MIAMI GARDENS, FLORIDA - JUNE 20: Harry Kane #9 of Bayern Munich runs on the field during the FIFA Club World Cup 2025 group C match between FC Bayern Munich and CA Boca Juniors at Hard Rock Stadium on June 20, 2025 in Miami Gardens, Florida. (Photo by Andrew J. Clark/ISI Photos/ISI Photos via Getty Images)
მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა, ჰარი კეინმა ილაპარაკა იმის შესახებ, ვის მიიჩნევს მთავარ ფავორიტებად 2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
„ვფიქრობ, ამ ჩემპიონთა ლიგაზე ისევე იქნება, როგორც ყოველ წელს. „ბაიერნი“ ერთ-ერთი ფავორიტია „პარი სენ-ჟერმენთან“, „რეალთან“, „ბარსელონასთან“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულთან“ ერთად. ყველა დიდი გუნდი იბრძოლებს ტიტულისთვის. ფინალამდე ჯერ შორია“, – მოჰყავს კეინის სიტყვები გაზეთ Marca-ს.
ინგლისელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ „ბაიერნის“ ფეხბურთელები მოუთმენლად ელოდებიან წილისყრას, რათა შეიტყონ თავიანთი პირველი მოწინააღმდეგის შესახებ. მაგრამ, მისი სიტყვებით, ახლა მიუნხენური გუნდი უფრო მეტად ბუნდესლიგაზე იქნება კონცენტრირებული.
2024-25 წლების ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნმა“ მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ორი მატჩის ჯამში (3:4) წააგო „ინტერთან“.