კეინი „ბაიერნთან“ კონტრაქტს რამდენიმე დღეში გააგრძელებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი უახლოეს დღეებში ახალ ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს გერმანიის ჩემპიონთან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, 33 წლის ინგლისელი თავდამსხმელის ახალი ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. გარიგების ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი შეთანხმებულია.
აღნიშნავენ, რომ ამა წლის ზაფხულში კეინის მიმართ აქტიურ ინტერესს გამოხატავდა რამდენიმე ევროპული ტოპკლუბი, აგრეთვე საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენლები. თუმცა კეინის პრიორიტეტად რჩებოდა კარიერის გაგრძელება მიუნხენურ გრანდში.