კავაი ლეონარდის საოცარი ტყორცნა უკანასკნელ წამზე, ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია

უაღრესად დაძაბაული და დრამატული გამოდგა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე დაპირისპირება ტორონტოსა და ფილადელფიას შორის. „ეირ კანადა ცენტრში“ „რეპტორზს“ კავაი ლეონარდმა მოაგებინა. მასპინძელი კლუბის ლიდერმა, საფინალო სირენასთან ერთად, ურთულესი სიტუაციიდან ჩააგდო და ტორონტოს გამარჯვება დააფიქსირა – 92-90.

მანამდე ჯიმი ბატლერმა გაათანაბრა და თითქოს ყველაფერი ოვერტაიმისკენ მიდიოდა. ლეონარდი მთლიანად ამ სერიის განმავლობაში შეუჩერებელი იყო. ამჯერად კავაიმ 41 ქულა და 8 მოხსნა გაიფორმა. სერჟ იბაკას ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა დაფიქსირდა. ორმაგი დუბლით გამოირჩა, პასკალ სიაკამი. კამერუნელმა 11 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. „ფილას“ შემადგენლობაში, 21 ქულით და 11 მოხსნით, ჯოელ ემბიდი იყო საუკეთესო. ტორონტო „რეპტორსი“ სუპერფინალის საგზურისთვის მილუოკი „ბაქსის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია 16 მაისს მილუოკის „ფისერვ ფორუმში“ დაიწყება.