ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს წმინდა პირველმოწამის დღესასწაული მიულოცა
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს წმინდა პირველმოწამის დღესასწაული მიულოცა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა, წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და წმინდა პირველმოწამის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ წმინდა პირევლმოწამის, თეკლას დღესასწაულს, მისი ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს”,-მიმართა პატრიარქმა მრევლს და ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას არის სვეტიცხოვლობა.

„დღესასწაულთან დაკავშირებით შაბათს, საღამოს 17:00 საათზე სვეტიცხოველში დაიწყება საღამოს ლოცვა და კვირას 10:00 საათზე დაიწყება საღვთო ლიტურგია”,-განაცხადა ილია მეორემ.