კატარი 2022 | ტიერი ანრი შეიძლება ბელგიის ნაკრებში დაინიშნოს #1TVSPORT
კატარი 2022 | ტიერი ანრი შეიძლება ბელგიის ნაკრებში დაინიშნოს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი კანდიდატია ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – იტყობინება გამოცემა sport.es-ი.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა რობერტო მარტინესმა. ანრი სწორედ მის თანაშემწედ მუშაობდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

45 წლის ანრი თავის სამწვრთნელო კარიერაში დამოუკიდებლად „მონაკოსა“ და „მონრეალს“ ავარჯიშებდა.