კატარი 2022 | ლუის ენრიკე - მესი და მარადონა ფეხბურთის ღმერთები არიან, მაგრამ ლეო ნომერ პირველია ისტორიაში #1TVSPORT
კატარი 2022 | ლუის ენრიკე - მესი და მარადონა ფეხბურთის ღმერთები არიან, მაგრამ ლეო ნომერ პირველია ისტორიაში #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ არჩევანი გააკეთა ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონასა და დღევანდელ კაპიტანს, ლიონელ მესის შორის.

„არ მესმის, რატომ აგრძელებენ ჯიუტად ამ შედარებას. ორივენი ფეხბურთის ღმერთები არიან, არგენტინელებს გაუმართლათ ამგვარ თანამემამულეებში. ჩვენ ვადარებთ ერთმანეთს გუნდებს სხვადასხვა მწვრთნელებით: ერთი მწვრთნელის „რეალი“ და მეორე მწვრთნელის „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და ეროვნული გუნდები.

მარადონას ეპოქა ფანტასტიკური იყო, მან ბევრს შეაყვარა ფეხბურთი. ერთ ფეხბურთელს შეეძლო მოეგო მსოფლიო ჩემპიონატი და წინ წაეყვანა მთელი გუნდი. ჩვენს დროში მსგავსი რამ რთული წარმოსადგენია. მაგრამ მესი ნომერ პირველია ფეხბურთის ისტორიაში. ეს ეჭვგარეშეა“, – მოჰყავს ენრიკეს სიტყვები ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს.