კატარი 2022 | ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ლიდერია შეურაცხმყოფელი პოსტების რაოდენობით #1TVSPORT
კატარი 2022 | ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ლიდერია შეურაცხმყოფელი პოსტების რაოდენობით #1TVSPORT

ფორვარდ ჰარი კეინს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებიდან სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად შეურაცხყოფენ, – წერს გაზეთი „გარდიანი“ ალან ტიურინგის კვლევით ინსტიტუტზე დაყრდნობით.

კეინს სოციალურ ქსელში 426 შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნეს, ინგლისის ნაკრებში საერთო რაოდენობის 28 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილი დაიკავა ნახევარმცველმა მეისონ მაუნტმა (167 პოსტი), მესამე – მცველმა ჰარი მაგუაირმა (152).