კაშიას ახალი ვარიანტი საფრანგეთიდან - ვიცე-კაპიტანს სამი გუნდი იწვევს #1TVSPORT
კაშიას ახალი ვარიანტი საფრანგეთიდან - ვიცე-კაპიტანს სამი გუნდი იწვევს #1TVSPORT

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურამ კაშიას დამატება ფრანგულ კლუბს სურს. francebleu.fr ცნობით, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანსსოშოს“ იწვევს.

„ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანი დეკემბერში ამერიკულ „სან ხოსედან“ წამოვიდა და უკლუბოდ რომ არ დარჩენილიყო, ეროვნული ლიგის „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა.

მარტში ჩატარებულის სანაკრებო მატჩების დროს გამოჩნდა, რომ კაშიას უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და მასზე მოთხოვნა გაიზარდა – 33 წლის მცველის მიმართ ინტერესი „დინამო თბილისმა“ და თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ გამოავლინეს.

გურამ კაშია „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში 2006 წლიდან გამოდიოდა. 2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო, შემდეგ კი გუნდის კაპიტანი გახდა და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიის თვის საუკეთესო მოთამაშედ. კაშია 2018 წელს შეუერთდა ამერიკულ „სან-ხოსე ერსქვეიქსს“, რომელიც 2020 წელს დატოვა. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა მატჩი 83 მატჩი და გაიტანა 2 გოლი.

ფრანგული საფეხბურთო კლუბი „სოშო“ 2020/2021 წლების სეზონში ლიგა 2-ში თამაშობდა. იყო საფრანგეთის ჩემპიონი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომამდე – 1935 და 1938 წლებში, ასევე საფრანგეთის თასის მფლობელი (1947, 2001), 1981 წელს კი უეფა-ს თასის ნახევარფინალში ითამაშა.