კაშია კონფერენს ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
კაშია კონფერენს ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

გურამ კაშიას კონფერენს ლიგის მე-5 ტურში კარგი თამაში დაუფასეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეული ფეხბურთელები sofascore-მა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „პიუნიკთან“ 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ერთ წუთში კი ერიკ რამირესმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა – შედეგად, სლოვაკეთის ჩემპიონმა ბრატისლავასსლოვანმა“ 2:1 მოიგო და კონფერენს ლიგის H ჯგუფში გალიდერდა.

ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინტერნეტ-პორტალმა გურამ კაშიას 8.0 ქულა დაუწერა, რაც მე-5 ტურში ტურნირზე ცენტრალურ მცველებში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ გურამ კაშია ერთადერთია სლოვაკეთის ჩემპიონიდან, რომელიც რჩეულ თერთმეტეულში sofascore-მა დაასახელა.