კაშიამ „სლოვანს“ მოაგებინა - სლოვაკებმა „პიუნიკი“ დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
კაშიამ „სლოვანს“ მოაგებინა - სლოვაკებმა „პიუნიკი“ დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მე-5 ტურში ქართული სამეულის (კაშია, კანკავა, ჩაკვეტაძე) „სლოვანმა“ ბრატისლავაში ერევნის „პიუნიკს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (2:1), რაშიც გურამ კაშიამ დიდი როლი ითამაშა.

სლოვაკების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ქართველებიდან გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე (87 წუთი ითამაშა) დააყენა, ხოლო ჯაბა კანკავა ყვითელი ბარათების გამო განაცხადში ვერ მოხვდა. „პიუნიკიბრატისლაველების კონკურენტია და „სლოვანს“ამ მატჩის მოგება სჭირდებოდა.

სლოვაკები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. 47-ე წუთზე რეალური საგოლე შანსი გიორგი ჩაკვეტაძემ შექმნა, მაგრამ მისი გადაცემის შემდეგ ვლადიმირ ვაისი-უმცროსმა ორიოდე მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.

64-ე წუთზე „სლოვანი“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა – მასპინძელთა მეკარე ადრიან ჩოვანმა საკუთარ საჯარიმოში ბურთი მეტოქეს მოარტყა, მერე წააქცია და მასპინძელთა კარში დაინიშნა პენალტი – ჯარიმა კი ევგენი კოჩუკმა უნაკლოდ შეასრულა.

სლოვანმა“ მთელი ძალებით შეუტია და თამაში მაინც შემოატრიალა. ამაში დიდი როლი გურამ კაშიამ ითამაშა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 84-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფლანგური გადაცემა უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე პირველი გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლის ავტორი გახდა.

გოლმა სტუმრებზე ცუდად იმოქმედა და ერთ წუთში მეორე გოლიც გაუშვეს. სტუმართა მეკარეს უხეში შეცდომა ერიკ რამირესმა არ აპატია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქისრა – 2:1 „სლოვანის“ სასარგებლოდ.

კონფერენს ლიგის 5 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 8 ქულით ჯგუფში გალიდერდა და ტურნირის პლეი ოფში გასვლის დიდი შანსი აქვს. ბოლო ტურში 3 ნოემბერს სლოვაკური გუნდი ლიეტუვაში „ჟალგირისს“ (5 ქულა) ესტუმრება, ხოლო „პიუნიკი“ (6) „ბაზელს“ უმასპინძლებს.