„კარპატიდან“ წამოსული სანდოხაძე „საბურთალოში“ ვარჯიშობს
„კარპატიდან“ წამოსული სანდოხაძე „საბურთალოში“ ვარჯიშობს

ნიკა სანდოხაძე „საბურთალოში“ ვარჯიშობს და შესაძლოა გუნდს ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპსა და ევროპის ლიგაზე დაეხმაროს.

25 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ზაფხულში ლვოვის „კარპატი“ დატოვა – მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტეს და სანდოხაძე თავისუფალი აგენტი გახდა. ფეხბურთელი „კარპატიში“ 2018 წელს „სამტრედიადან“ გადავიდა, სეზონის მეორე ნახევარი კი ლატვიურ „რიგასში“ იჯარით გაატარა. სანდოხაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წვერი და კაპიტანი გახლდათ.

„საბურთალო“ ხვალ ერევანში გაემგზავრება და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ არმენიას“ დაუპირისპირდება. 6 აგვისტოს გასამართი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ამ მატჩში სანდოხაძე გუნდს ვერ დაეხმარება, რადგან ჯერ კონტარქტი არ გაფორმებულა და „საბურთალო“ და თავად ფეხბურთელი თანამშრომლობის შესახებ განცხადებას არ აკეთებენ.