კარლოს ტევესმა ციხეში ფეხბურთის თამაშის დროს ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ ითამაშებს 

00:35, 29.03.2018

„ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდმა კარლოს ტევესმა პატიმრებთან ფეხბურთის თამაშისას ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კორდობას პროვინციის ერთ-ერთ ციხეში ძმის მოსანახულებლად იყო მისული, რომელსაც 16 წელი აქვს მისჯილი ინკასატორებზე თავდასხმის გამო. ფორვარდმა საპყრობილეში მსჯავრდებულებთან ფეხბურთის თამაში მოისურვა და ერთ-ერთმა პატიმარმა ფეხის არეში ტრავმა მიაყენა, – წერს გაზეთი Clarin.

თამაში 20-წუთიანი იყო და საკმაოდ ხისტ ხასიათს ატარებდა – პატიმრები არ ინდობდნენ ტევესს და ახლა, ფეხბურთელს არგენტინის ჩემპიონატისა და კოპა ლიბერტადორესის რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ამ მომენტისთვის, “ბოკა ხუნიორსი” ლიდერობს ეროვნულ პირველობაზე – უახლოეს მდევარს ექვსი ქულით უსწრებს.

 

მსგავსი