კარლ ჰარცელი - მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, საკუთარ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ
კარლ ჰარცელი - მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, საკუთარ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ

მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, საკუთარ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას.

ჰარცელი აცხადებს, რომ ისინი ყურადღებით თვალს ადევნებენ ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

„საარჩევნო კამპანია ჯერ მიმდინარეობს. ასე რომ, ჯერ ცოტა ადრეა შთაბეჭდილებების შესაჯამებლად. თუმცა, ვიტყვი, იმ კარგს შორის, რასაც კამპანიის დროს მრავალი პარტიის მიერ წარდგენილ პროგრამებში გამოვარჩევდი, ხშირად ასახული იყო პარტიების მკაფიო ხედვები და მისწრაფებები.

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლოა და მჯერა, რომ ეს არის ახალი საარჩევნო სისტემის შედეგი, რომ ასევე ამომრჩევლისთვის არის უფრო ფართო არჩევანი. ვიმედოვნებ, რომ პარტიების პროგრამები საბოლოოდ გზას გაიკვალავს მომავალ პარლამენტში, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ დემოკრატიული დისკუსია გაგრძელდეს არჩევნების შემდგომაც.

რაც შეეხება, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს.

მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სანდო რეაგირება გამოძიების დაწყების კუთხით, ასევე გამოძიების მიუკერძოებლად და რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება, რათა ყველამ გამოიტანოს დასკვნა, თუ რა არის დაშვებული და რა არის დაუშვებელი სამართლებრივი თვალსაზრისით. მე ასევე მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, შეახსენონ თავიანთი პარტიის წევრებს უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა, რათა ყველამ მიიღოს გზავნილი, რა არის დაშვებული და არა, რათა თავიდან იყოს აცილებული მზარდი ნეგატიური სპირალი მომავალ კვირებში.

ვფიქრობ, ამ არჩევნებისთვის ​ცესკო-მ ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კარგი პლატფორმა წარმოადგინა. ვიმედოვნებ, რომ ეს მეტ ადამიანს უბიძგებს, რომ წავიდეს არჩევნებზე და მისცეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი