კარლ-ჰაინც რუმენიგე - მესიზე დევისი იზრუნებს. ალფონსო ამ სეზონში ვერავინ მოატყუა
კარლ-ჰაინც რუმენიგე - მესიზე დევისი იზრუნებს. ალფონსო ამ სეზონში ვერავინ მოატყუა

„ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის მცველს ალფონსო დევისს გააჩნია „ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესის შეჩერების პოტენციალი.

„ალფონსომ შესანიშნავი წელი ჩაატარა და სამართლიანად მიიღო ბუნდესლიგის საუკეთესო ახალბედას ტიტული. თუ მესი ფლანგზე ითამაშებს, ალფონსო იზრუნებს მასზე. ეს იქნება რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანა. ამ სეზონში დევისი არავის მოუტყუებია და არავის გაუსწრია მისთვის”, – თქვა რუმენიგემ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ შორის 14 აგვისტოს გაიმართება.