კალიფორნიის გუბერნატორის სიტყვით გამოსვლისას სცენაზე მისი შვილი ავიდა [ვიდეო]

კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის​ გამოსვლის დროს სცენაზე მისი ორი წლის შვილი ავიდა. გევინ ნიუსომი საინაუგურაციო სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მოულოდნელად სცენაზე ბავშვი გამოჩნდა.

გუბერნატორი არ დაიბნა და შვილი ხელში აიყვანა. თუმცა, როდესაც ნიუსომმა სიტყვის გაგრძელება სცადა, ბავშვმა სცენის დატოვებაზე უარი თქვა. ბავშვის სცენაზე ყოფნის გამო გუბერნატორს თავის სიტყვაში კორექტივების შეტანა მოუწია. მან რამდენჯერმე დადო პირობა, რომ მშობლებს აუცილებლად დაეხმარება.

„ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მშობლებს, რადგან მათ ნამდვილად სჭირდებათ დახმარება“, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა.

ბავშვის სცენიდან ჩაყვანა გუბერნატორის მეუღლემ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მოახერხა.