კალათბურთი | „ტორონტოს“ მთავარი მწვრთნელი - სანდრო მამუკელაშვილი საოცარი პიროვნებაა #1TVSPORT
კალათბურთი | „ტორონტოს“ მთავარი მწვრთნელი - სანდრო მამუკელაშვილი საოცარი პიროვნებაა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, „ტორონტო რეპტორსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დარკო რაიაკოვიჩმა „ატლანტასთან“ მატჩის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა.

„სანდრო მამუკელაშვილის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ იგი საოცარი პიროვნებაა. ვფიქრობ, ეს ასევე არის ყველაზე დიდი სისუსტე მისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ ის მუდმივად სხვებზე ზრუნავს და ყოველთვის ძალიან ადარდებს გუნდისთვის ყველაფრის სათანადოდ გაკეთება“, – განაცხადა რაიაკოვიჩმა.

მამუკელაშვილის დრო მიმდინარე სეზონში საგრძნობლად გაიზარდა. ის მოედანზე საშუალოდ 21.2 წუთს ატარებს, ხოლო თავის გუნდს 10.5 ქულით, 5.0 მოხსნითა და 1.9 შედეგიანი გადაცემით ეხმარება.

„ატლანტასთან“ მან სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა – 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება.