კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ატლანტასთან“ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და „ტორონტოს“ გამარჯვებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართა და 134:117 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 32 წუთი მიიღო და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა და სამმაგ დუბლამდე 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა – 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება.
მამუკელაშვილმა ოთხი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 29-29 ქულა ჰქონდათ ბარეტსა და ინგრემს, ხოლო სკოტი ბარნსმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.
ქართველი მოთამაშის გუნდი, ჯამში, 21 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 6 იანვარს კვლავ „ატლანტასთან“ გამართავს.