კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „ბარსელონასთან“ ერთად ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „ბარსელონასთან“ ერთად ვარჯიში განაახლა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლა და დიდი შანსია, ევროლიგის მომდევნო ტურის მატჩში მადრიდის „რეალთან“ მონაწილეობა მიიღოს.

შენგელიამ ფეხი ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, „სარაგოსას“ წინააღმდეგ მატჩის მიწურულს დაიზიანა და მოედნის იძულებით დატოვება მოუხდა. მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას „რეალთან“ შეხვედრაში, უშუალოდ მატჩის დაწყებამდე გადაწყდება.

თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში ევროლიგაში საშუალოდ 14.0 ქულას, 4.8 მოხსნასა და 2.8 შედეგიან გადაცემას აგროვებს, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში – 15.2 ქულას, 2.6 მოხსნასა და 2.8 შედეგიან გადაცემას.

„ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი ევროლიგაში 7 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.