კალათბურთი | თორნიკე შენგელია თბილისშია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელია თბილისშია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია უკრაინასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ ეროვნულ გუნდს შეუერთდა.

შენგელიამ საკუთარი კლუბის, „ბარსელონას“ რიგებში ევროლიგაში 26 ნოემბერს ითამაშა, ხოლო თბილისისკენ დღეს, 27 ნოემბერს გამთენიისას გამოემგზავრა. „ლიონთან“ მატჩში 34 წლის კალათბურთელმა გუნდს 15 ქულა შესძინა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, სავარაუდოდ, უკრაინასთან მატჩს ძირითადი ხუთეულიდან დაიწყებს. შესაბამისად, მას 22 საათის მანძილზე ორ შეხვედრაში ექნება მონაწილეობა მიღებული.

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გუნდების შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.