კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 15 ქულა „ბარსელონას“ რიგებში - კაპიტანი რამდენიმე საათში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 15 ქულა „ბარსელონას“ რიგებში - კაპიტანი რამდენიმე საათში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროპის მთავარ საკლუბო საკალათბურთ ტურნირზე, ევროლიგაზე რეგულარული სეზონის მე-13 ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ გამართა და 88:78 გაიმარჯვა.

ქართველმა მოთამაშემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 15 ქულა, 6 მოსხნა და ერთი დაფარება შესძინა. შენგელიამ ხუთი ორქულიანი და ხუთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

„ბარსელონას“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანზე მეტი ქულა მხოლოდ ერთ მოთამაშეს, კევინ პანტერს ჰქონდა – 24.

თორნიკე შენგელია თბილისისკენ გამოემგზავრება და რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეუერთდება. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები დღეს, 21:00 საათზე უკრაინას შეხვდება. შესაბამისად, 34 წლის კალათბურთელს არასრულ 22 საათში ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.