კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ბოსტონის“ წინააღმდეგ „ტორონტოს“ 15 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ბოსტონის“ წინააღმდეგ „ტორონტოს“ 15 ქულა შესძინა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართა და 117:125 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 15 ქულა, 8 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა შვიდი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში 19-19 ქულა ჰქონდათ ბარეტსა და ვოლტერს, 17 – ქუიკლის.

მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და საკუთარ მოედანზე „ფილადელფიასთან“ 91:103 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 12 წუთი გაატარა, მან 2 ქულას, 3 მოხსნასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 23 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ (21 გამარჯვება, 18 მარცხი) მერვე ადგილს იკავებს.