კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
08:36, 30.12.2025
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრების გუნდები შეხვდნენ – სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ საკუთარ მოედანზე გოგა ბითაძის „ორლანდო“ 107:106 დაამარცხა.
მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მან 5 ორქულიანი და 3 საჯარიმო ჩააგდო.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 15 წუთი ითამაშა, ხოლო მისი მონაგარი ასეთი იყო – 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება.
ამ მომენტისთვის „ტორონტო“ 20 გამარჯვებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ 18 მოგებითა და 15 წაგებით – მე-6 ადგილზე.