კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა გოგა ბითაძის „ორლანდოს“ წინააღმდეგ #1TVSPORT

08:07, 31.01.2026

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ერთმანეთს ქართველი მოთამაშეების გუნდები შეხვდნენ – გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ 130:120 დაამარცხა.

შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ მამუკელაშვილმა მიიღო – მან მოედანზე 24 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

რაც შეეხება ბითაძეს, მას უკანასკნელ პერიოდში სათამაშო დრო ძალიან შეუმცირდა და, შესაძლოა, 6 თებერვლამდე გაცვალონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი გადაბირებით „ტორონტო რეპტორსია“ დაინტერესებული.

მსგავსი