კალათბურთი | გოგა ბითაძე „ტორონტო რეპტორსში“, შესაძლოა, სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი გახდეს #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძე „ტორონტო რეპტორსში“, შესაძლოა, სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი გახდეს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, შესაძლოა, „ტორონტო რეპტორსში“ თანაგუნდელები გახდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას TSN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კანადური კლუბი სახელფასო ჭერის მინიმუმამდე დაწევას ცდილობს და ცენტრის პოზიციაზე ისეთ მოთამაშეს ეძებს, რომელსაც შედარებით დაბალი ხელფასი აქვს.

„„ტორონტოს“ ხელმძღვანელობა განიხილავს დანიელ გაფორდის („დალასი“) ვარიანტს. ასევე აკვირდებიან „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრალურ თავდამსხმელს, გოგა ბითაძეს და „ბრუკლინ ნეტსის“ მოთამაშეს, დეირონ შარპის.

ამჟამად „რეპტორსში“ აღნიშნული კალათბურთელების უნარების შეფასებით არიან დაკავებულები და საუკეთესოს შეარჩევენ“, – წერს გამოცემა.

მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძე „ორლანდო მეჯიქის“ რიგებში მოედანზე საშუალოდ 16.4 წუთს ატარებს, ხოლო მისი მაჩვენებლები ასეთია – 6.7 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.1 შედეგიანი გადაცემა და 1.0 დაფარება. 26 წლის მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

NBA-ში კლუბებს მოთამაშეთა გაცვლა 6 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.