კალათბურთი | ნიკოლა იოკიჩი „დენვერს“, დაახლოებით, ოთხი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
კალათბურთი | ნიკოლა იოკიჩი „დენვერს“, დაახლოებით, ოთხი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

მარცხენა მუხლის ტრავმის გამო NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი „დენვერ ნაგეტსს“, დაახლოებით, ოთხი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

იოკიჩმა ტრავმა რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში „მიამი ჰიტის“ წინააღმდეგ მიიღო. პირველადი შეფასებით, NBA-ს სამგზის „უძვირფასესი მოთამაშე“ (MVP) გუნდის 16 შეხვედრას გამოტოვებს. ის მოედანზე, სავარაუდოდ, „ყველა ვარსკვლავის მატჩამდე“ დაბრუნდება.

მიმდინარე სეზონში სერბი კალათბურთელი საშუალოდ 29.6 ქულას, 12.2 მოხსნასა და 11 შედეგიან გადაცემას აგროვებს. „დენვერი“ ამჟამად დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

საშობაო შეხვედრაში იოკიჩმა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ გუნდს 56 ქულა, 16 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა შესძინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელი იყო.