კალათბურთი | გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა რეგულარულ სეზონში ბოლო მატჩები გამართეს #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა რეგულარულ სეზონში ბოლო მატჩები გამართეს #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარულ სეზონში ბოლო მატჩები ჩაატარეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“.

„ორლანდომ“ „ბოსტონთან“ გასვლითი შეხვედრა 108:113 წააგო. გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან 16 წუთი მიიღო, ხოლო მის ანგარიშზე 5 ქულა, 7 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო.

ფლორიდელებმა რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე დაასრულეს, ასპარეზობას პლეიინში გააგრძელებენ და პლეიოფში გასვლას შეეცდებიან – „ორლანდოს“ მეტოქე „ფილადელფია“ იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ბითაძის გუნდი პლეიოფში მეშვიდე განთესვას მიიღებს და „ბოსტონს“ შეხვდება, ხოლო თუ წააგებს, პლეიოფში გასვლის ერთი შანსი ისევ დარჩება – პლეიინში „შარლოტი“-მაიამის“ წყვილში წაგებულს დაუპირისპირდება.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ რეგულარული სეზონის ბოლო, 82-ე მატჩში საკუთარ მოედანზე „ბრუკლინს“ 136:101 სძლია. ქართველმა მოთამაშემ მოედანზე 17 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გავიდა. პლეიოფის პირველ ეტაპზე მამუკელაშვილის გუნდის მეტოქე „კლივლენდი“ იქნება.