კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ვაშინგტონი“ დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ვაშინგტონი“ დაამარცხა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ვაშინგტონ უიზარდსთან“ გამართა და 136:131 გაიმარჯვა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს მხოლოდ 4 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ გუნდს 2 მოხსნა შესძინა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ჯეილენ საგსი 28 ქულით.

ბითაძის „ორლანდო“ 37 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.