კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „საკრამენტო“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „საკრამენტო კინგსთან“ გამართა და 121:117 გაიმარჯვა.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 12 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ 6 ქულას, 2 მოხსნასა და ერთ ჩაჭრას მოუყარა თავი.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო პაოლო ბანკერო 30 ქულით.
ბითაძის „ორლანდო“ 39 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა.