კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ნიუ ორლეანი“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ნიუ ორლეანთან“ გამართა და 112:108 გაიმარჯვა.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 16 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ 6 ქულას, 8 მოხსნას, 2 დაფარებას, ერთ ჩაჭრასა და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო დესმონდ ბეინი – 27 ქულა.
ბითაძის „ორლანდო“ 42 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 მატჩი დარჩა.