გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ფინიქს სანსთან“ გამართა და 115:111 გაიმარჯვა.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 14 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ 3 ქულას, 2 მოხსნასა და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო დესმონდ ბეინი 21 ქულით
ბითაძის „ორლანდო“ 40 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.