კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასი“ დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასი“ დაამარცხა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „დალას მავერიქსთან“ გამართა და 138:127 გაიმარჯვა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 12 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ 2 ქულას, 4 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ვენდელ კარტერი 28 ქულით.

ბითაძის „ორლანდო“ 41 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 მატჩი დარჩა.