კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ იორკ ნიქსი“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საშიანო მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართა და 133:121 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ბითაძემ სამი ორქულიანი ჩააგდო.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში გამორჩეულები იყვნენ ფრანც ვაგნერი (37 ქულა), დესმონდ ბეინი (37 ქულა) და ჯეილენ საგსი (26 ქულა).
ქართველი მოთამაშის გუნდი 10 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 24 ნოემბერს „ბოსტონ სელტიქსთან“ ჩაატარებს.