კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტ პისტონსი“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად აღმოსვლეთ კონფერენციის ლიდერის, „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართა და 112:109 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 14 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ბითაძემ ორი ორქულიანი ჩააგდო.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში გამორჩეული იყო დესმონდ ბეინი, რომლის 37-მა ქულამაც გუნდის გამარჯვება განაპირობა.
ქართველი მოთამაშის გუნდი 12 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 2 დეკემბერს „ჩიკაგო ბულსთან“ ჩაატარებს.
ბითაძე და მამუკელაშვილი ნოემბრის სანაკრებო მატჩებში საქართველოს ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან, რადგან NBA-ს კლუბები მოთამაშეებს სეზონის დროს გუნდების დატოვების უფლებას არ აძლევენ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 30 ნოემბერს ესპანეთს შეხვდება.